|
საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 10.04.2014წ. |
1.
შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 13 მაისის ბრძანებულება №188 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 4 ივლისის ბრძანებულება №278 - ვებგვერდი, 04.07.2014წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 მარტის ბრძანებულება №102 - ვებგვერდი, 27.03.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №315 - ვებგვერდი, 29.09.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანებულება №41 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №355 - ვებგვერდი, 13.12.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №282 - ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №521 - ვებგვერდი, 18.12.2018წ. |
2.
კომისიის შემადგენლობაში მუდმივი წევრის სტატუსით შეყვანილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველი. |
3.
კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. |
4.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. |
5.
(ამოღებულია - 08.04.2014, №139). |
6.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის N212 ბრძანებულება. |
7.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|