საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1595-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-03
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.017215
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1394 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1394. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა

  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლის 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1595-რს

კრებსითი — სრული ვერსია