„2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე წარუდგინოს ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ციფრული ხელმოწერით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა დასაშვებია ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების წერილობითი დოკუმენტის სახით ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.“. |