საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 326
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
,, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის № 1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს ,, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის № 657 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის № 1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის № 657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ” .
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან” გაფორმებულ ვალის გადაკისრებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების შესახებ ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური