საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 321
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიამ ქალაქის ისტორიულ უბნებში შენობების გარე ფასადების, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური