სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1578
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016225
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1578

2013 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში საავტომობილო ხიდის მშენებლობისათვის  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ;

ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“  პროგრამით (პროგრამული კოდი  – 25 03 01)  განსაზღვრული ასიგნებებიდან;

 გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია