„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988–№1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, №172, 31/12/2010, სარეგისტრაციო კოდი – 230150070.22.033.016107) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სპეციალისტი – სააგენტოს მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.
|