„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007, №14, მუხ. 153) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„183. სპეციალისტი – სააგენტოს მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.
|