,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 04/01/2013; 280120000.35.143.016135) დამტკიცებული დანართის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 750 000 ლარით განისაზღვრება.“.
|