|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირების, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირების, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 სექტემბრის №62 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 30/09/2013; 010260020.35.143.016197) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 1 იანვრიდან“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|