საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5919
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-26
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.003.158
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

    „მუხლი 181. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.

3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5919–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია