„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) პირველი მუხლით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაფორმებულ იმ შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვადა ახალი შეთანხმების გაფორმებაზე განცხადების წარდგენის დროისათვის არ არის გასული. ამასთან, შეთანხმების ორივე მხარე თანახმაა ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.“.
|