საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5915–Iს