იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
587
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 587

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ

იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 11 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის (200 მლნ იენი) ასათვისებლად „ გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განისაზღვროს იაპონიის სასურსათო წარმოების ზრდის გრანტის მიმღებ ორგანოდ.

2. საქართველოს  სოფლის  მეურნეობის სამინისტრომ  (მ. სვიმონიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს გრანტის ათვისების მექანიზმი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია