საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1534
2013 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი 61.02.25.006) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
„ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურ ნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
1. დავით ჩოგაძის (პ/ნ 03001005279) საკუთრებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 1898 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭელა, საკადასტრო კოდი 61.02.25.006, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პ რემიერ ‑ მინისტრი ბ. ივანიშვილი