„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ, 172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 711 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,3. პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2882 მუხლის მე-2 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.“.
|