რეგიონული მართვის საკითხებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
ბრძანება N17/01-03
2013 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №11/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №11/02-03 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016030)შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ’’ ქვეპუნქტი:
,,გ) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.’’.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. კუჭუხიძე