საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №378
2005 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ
1. „ EXPO 2005 “ მსოფლიო გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის გამართვის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2005 წლის 19-25 სექტემბერს იაპონიაში მივლინებულ იქნეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ჩოგოვაძე -საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, დელეგაციის ხელმძღვანელი
საბა კიკნაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, „ EXPO 2005 “ მსოფლიო გამოფენაზე საქართველოს გენერალური კომისიონერი
თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ვასილ მანაგაძე - სსიპ „ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ღუღუნიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. დელეგაციის წევრთა მგზავრობისა და სხვა ხარჯები ანაზღაურდეს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ასიგნებებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი