საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №384
2005 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
რუსეთ - საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრისა და რუსეთ-საქართველოს ბიზნეს - ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
რუსეთ - საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრისა და რუსეთ-საქართველოს ბიზნეს - ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
მირიან დეკანოიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ვასილ მანაგაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ინვესტიციებისა და ექსპორტის ეროვნული სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დავით ნატროშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ – „ საწარმოთა მართვის სააგენტოს “ თავმჯდომარე
გუგა სულხანიშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
გიორგი ღუღუნიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი