საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №357
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის № 41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებათა საფუძველზე ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით:
1. „ ქ. თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის № 41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ირაკლი გაფრინდაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი, კომისიის მდივანი
კახა თოდუა - შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის “ დირექტორი
კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მაკა სხირტლაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
გიგი უგულავა - ქ. თბილისის მერი
ოთარ ქველიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. “ .
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-51 პუნქტი:
„ 51. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ “ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, რომ შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფამ შეისყიდოს ქ. თბილისში ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისათვის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე – ალვანის ქ. № 5-ში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი