„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
346
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №346

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის № 26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„EXPO 2005 “ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის № 26 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე

გიორგი ისაკაძე - საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი

საბა კიკნაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფი საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი - სსიპ „ საწარმოთა მართვის სააგენტოს “ თავმჯდომარე

ნუგზარ სარჯველაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ ქვარიანი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

მოადგილე

გიორგი ღუღუნიშვილი        - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე “ .

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია