„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016159
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2013 წლის 6 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 25/06/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016145)  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დანართ №1-ში შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული  განათლება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შესაბამის სფეროში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული  განათლება  და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული  განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია