საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
329
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №329

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ცხინვალის რეგიონში დაინგრა და დაზიანდა ერედვის, ქურთისა და თიღვის თემების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით დაზარალდა ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობა. მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა მთლიანად დაანგრია 95 სახლი.

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საბინაო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის მიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მიხეილ ქარელს:

ა) უმოკლეს ვადაში წარუდგინოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიები და სათანადო დოკუმენტაცია;

ბ) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად დაუწესოს კონტროლი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია