საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №315
2005 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარგარიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტთან (24-25 ივლისი) დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 40 500 (ორმოცი ათას ხუთასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი