ახალქალაქის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
312
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ახალქალაქის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №312

2005 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

ახალქალაქის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ახალქალაქის რაიონის გამგეობას გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს გ. ხაჩიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია