საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1526
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის № 588 გ ანკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისი ს № 588 გ ანკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ღვინის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 70%-ისა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან არაუმეტეს 35%-ისა.“ .
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი