საქართველოს მთავრობის
განკარგულება №287
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 267 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 267 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. რაიონულმა გამგეობებმა ზემოაღნიშნული სამუშაოები განახორციელონ „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვე-პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი