საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1503
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016171
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1 50 3

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იუ ­რიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომ ­სახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადასცეს ფიზიკურ და კერძო სა ­მართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში არა უმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული უძრავი ან/და მოძრავი ქონება.

2. სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემის შემთხვევაში, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით განსაზღვროს სააგენტომ „სახელ ­მწი ­ფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფა ­სუ ­რისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის და ­მ ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექ ­ტემ ­ბრის № 898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირ ­ვე ­ლი პუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია