საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
262
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262

2005 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

მცხეთა-მთიანეთის მხარეში მიწათმოწყობის საკითხების მოსაგვარებლად სასამართლო საქმეების ეფექტიანად წარმოების (საადვოკატო მომსახურება), აგრეთვე, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი საინფორმაციო ბანკის შექმნის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის გამოყოფა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია