საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
250
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული საფინანსო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.

2. „ სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის № 135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის „ განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დადებული საფინანსო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია