ერედვის, ქურთისა და თიღვის თემების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
241
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ერედვის, ქურთისა და თიღვის თემების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №241

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

ერედვის, ქურთისა და თიღვის თემების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს:

ა) ერედვის თემის ბიუჯეტს – 249 292.0 ლარი;

ბ) ქურთის თემის ბიუჯეტს – 303 708.0 ლარი;

გ) თიღვის თემის ბიუჯეტს – 147 000.0 ლარი.

2. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს, განახორციელოს განკარგულების შესრულების კონტროლი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია