სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 33

2005 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდო­მარე

გიორგი დოლიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლან­ტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ახალი საფრთხეებისა და შეიარაღების კონტროლის სამმართველოს უფროსი

სერგო კაკუშაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

თეიმურაზ ლობილაძე - საქართველოს ეროვნული უშიშ­რო­ების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი მრჩეველი

ლერი მესხი -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების უფროსი

დავით ნადარეიშვილი - საქართველოს ეკოლოგიურ მეც­ნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი, ბიოლოგიის მეცნიე­რებათა კანდიდატი

ლერი ქურდაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე

ზაურ ჩანქსელიანი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

მარატ ციცქიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის პროფესორი

ზვიად ხარებავა - საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს ეკონო­მიკური პოლიტიკის დეპარ­ტამენტის უფროსი

ლევან ჯღარკავა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.

2. კომისიამ დაადგინოს, თუ რა ხიფათის შემცველია სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით, აგრეთვე ადგილზე შეისწავლოს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მიერ ბირთვული საწვავის მოხმარების შედეგად მიღებული რადიოაქტიური ნარჩენების შენახვა-ტრანსპორტირების საკითხი და ამ ელექტროსადგურის შესაძლო დახურვის მიზეზები.

3. კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ და წინადადებები საქართველოს მხარის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია