საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2 26
2005 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით:
1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის თხოვნა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
3. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ,,ვარდების ბაღის“ მოვლა-პატრონობა და აღნიშნულის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი