საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 21 9
2005 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , ,,საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (პარლამენტში წარდგენის თარიღი: 28.03.2005 წ., № 1/47).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი