„სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის №557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
606
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის №557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №606

2006 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის №557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  59-ე მუხლის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის №557 განკარგულებაში და პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) №2 რეესტრის მიხედვით (ინვენტარიზაციის პერიოდში დაფიქსირებული 335 ერთეული მოძრავი ნივთი, რომლებიც არ ირიცხება სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის საბუღალტრო ბალანსში);”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია