რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
590
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №590

2006 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს: „ბათუმი-ინტერპრაისს“ (აჭარა), „ზაჰესს“ (მცხეთა) და სააქციო საზოგადოება „ქართულ ჩაის“ (თბილისი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საგადასახადო დეპარტამენტმა (კ. ბაინდურაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია