საქართველოს მთავრობის
განკარგულება №213
2005 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო უწყებათაშორისი საკაბელო ქსელის შემდგომი მფლობელობისა და სარგებლობის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო უწყებათაშორისი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მფლობელის დადგენის მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებათაშორისი საკაბელო ქსელისა და მასთან დაკავშირებული ქონების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ფლობა, სარგებლობა და განკარგვა (გასხვისების უფლების გარეშე).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი