იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №210

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის (300 მლნ იენი) ათვისების მიზნით, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ა. ალექსიშვილი) განისაზღვროს იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს გრანტის ათვისების მექანიზმი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია