სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
193
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №193

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ბოლო 15-18 წლის მანძილზე არ შესრულებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამაც განსაკუთრებით გაართულა მდგომარეობა ბობოყვათი-ჩაქვის 9,5 კილომეტრიან და მახინჯაური-ბათუმის სამ კილომეტრიან მონაკვეთებზე; მათი რთული რელიეფური, გეოლოგიური პირობებისა და მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის გამო მიწის ვაკისი და სავალი ნაწილი დეფორმირებულია, განვლადობა გართულებულია. საკურორტო სეზონის პერიოდში მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება.

შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, სასწრაფოდ უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების პროექტის წარმოდგენა აღნიშნული სამუშაოებისათვის 4,2 მლნ ლარის გათვალისწინებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მათი დროულად დამთავრებისათვის.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია