სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ონისა და ცაგერის რაიონებისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
192
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ონისა და ცაგერის რაიონებისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №192

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ონისა და ცაგერის რაიონებისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ

ონისა და ცაგერის რაიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად შესასრულებელია გადაუდებელი სამუშაოები მდინარეთა ნაპირების გასამაგრებლად და კალაპოტების შესაცვლელად, რაც ვერ ხორციელდება სათანადო ტექნიკის უქონლობის გამო.

ზემოაღნიშნული რაიონებისათვის დახმარების გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მძიმე ტექნიკით მომსახურების უზრუნველსაყოფად:

- ონის რაიონის გამგეობისათვის 100 000 (ასი ათასი) ლარი;

- ცაგერის რაიონის გამგეობისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია