საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
189
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №189

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიმდინარე წლის 26-30 მაისს ლატვიის პრემიერ-მინისტრის აიგარს ტალვიტისის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 106 712 (ას ექვსი ათას შვიდას თორმეტი) ლარი ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია