,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 125

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში და №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხა სულ – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

1. ქალაქ გორში გზების რეაბილიტაციისათვის – 1 056 000 (მილიონ ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი. მათ შორის:

დავით აღმაშენებლის გამზირი, სამგორის, იოსებიძის, წერეთლის, თარხნიშვილის, გარსევანიშვილის, ჯორბენაძის, ყიფიანის, ყაზბეგის ქუჩები; ასევე ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ტერიტორიის ასფალტის საფარით მოპირკეთება.

2. გორის რაიონის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების გზების რეაბილიტაციისათვის – 1 944 000 (მილიონ ცხრაას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი. მათ შორის:

ზეღდულეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ზეღდულეთი-ბერშუეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;

შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 350 000 ლარი;

ტყვიავის საკრებულოს ტერიტორიაზე ფლავი-ფლავისმანის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 460 000 ლარი;

ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;

ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;

ნიქოზი-შინდისი-ვარიანის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირების პროგრამა – 554 000 ლარი.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია