ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
181
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №181

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და მძიმე სოციალურ-ეკონო­მიკური პირობების მქონე ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით:

1. ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი რეგიონების მოსა­ხლეობისათვის სს „ ყაზბეგგაზის“ მიერ 2005 წლის მარტში მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინი­სტროს გამოეყოს 1 002 653 (ერთი მილიონ ორი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარი საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის გადასარიცხად.

2. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ და სს „ ყაზბეგგაზმა“ უზრუნველყონ მოსახლეობის მიერ მოხმა­რებული გაზის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ასახვა შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპე­ციალურ საანგარიშსწორებო ბარათებზე.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ-ლებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია