,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 15, 24/08/2010; 001026020.35.146.000399) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური”.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“.
|