სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
76
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 76

2006 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ

საგაზაფხულო სამუშაოთა ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული თითოეული ოჯახისათვის 25 კილოგრამი მინერალური სასუქის (გვარჯილა) გამოყოფის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნ­ველყოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლა­პარაკების გზით შესაბამისი რაოდენობის მინერალური სასუქის შესაძენად და საქართველოს რეგიონებ­ში სასუქის ტრანსპორ­ტირებისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან სოფლის მეურ­ნეობის სამი­ნისტროს პირველ ეტაპზე გამოუყოს 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) ლარი სასუქის შეძენისა და ტრან­სპორტირებისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგი­ონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია