ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 74
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ ჭიათურმანგანუმში “ შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით:
1. „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი სააქციო საზოგადოება „ ჭიათურმანგანუმისათვის “ 6 თვის ვადით საბიუჯეტო სესხის მისაცემად, სარგებლის წლიური 6,2 (ექვსი მთელი, ორი მეათედი) პროცენტით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ (ა. ალექსიშვილი) სააქციო საზოგადოება „ ჭიათურმანგანუმთან “ გააფორმოს ხელშეკრულება სესხის დაბრუნების დეტალური სქემისა და პირობების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი