ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 59
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონპროექტები: „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ , ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’, „ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ , „ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „ მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 06.12.04 წ. № 234/1).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი