ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 53
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
RAIFFEISEN ZENTRALBANK OSTERREICH A.G. “ -ის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს „ საქენერგო 2000 “ -ისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანი დაცვისათვის:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოყოს 510.000 (ხუთას ათი ათასი) გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.
2. ეთხოვოს სსიპ „ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს “ , რომ „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გათვალისწინებით, ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განახორციელოს საადვოკატო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი