საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ გეგმურ შემოწმებებსა და საკონტროლო შემოწმებებზე, რომელთა მიზანია გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის სისწორის განსაზღვრა;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 5 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3373–რს