საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1 49
2005 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,,საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო ,,მეტეხის” შესახებ
1. მიღებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადება შპს „ საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო ,,მეტეხის“ ქ. თბილისის მერიის კუთვნილი წილის (85 პროცენტი) სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაიწყოს მოლაპარაკება ქ. თბილისის მერიასთან შპს „ საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო ,,მეტეხის“ მერიის საკუთრებაში არსებული წილის (85 პროცენტი) სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი